23 December 2025

lost poem

დაკარგული ლექსი და ავტორი... არის ასეთიც , როცა ონლაინ კომუნიკაციისას ვიღაც მონტენეგროდან თავის დაწერილ ლექსს გიზიარებს. 

მერე ხდება ხოლმე საერთოდ იკარგება კომუნიკაცია ამ ადამიანთან... ის კიარადა სახელიც აღარ გახსოვს. 

რჩება მხოლოდ ლექსი. 

დაკარგული პატრონის რაღაცნაირად სენტიმენტალური ლექსი. 

                                   


STEEL 

Skewering his prey, seeing it fall to the dust

Primitive man, all muscle and sinew

Screams with delight now his blood-lust

It salted ... life may continue.

10 December 2025

დიქტატურის დღიურებიდან - გზა მოიძებნება

 დღეს პროტესტის გამოხატვის მინიმალური საშუალებაც - ტროტუარზე დგომაც აიკრძალა. 

არ ვიცი, ამ საკითხზე რომ ვფიქრობ ვბრაზდები თუ უმწეობის და დაბნეულობის შეგრძნება მიტევს. 

დღეს უწყვეტი პროტესტის 378-ე დღეა. 

ვერ გაგვტეხეს

ვერ გაგვაჩერეს

და ტროტუარზე დგომა აკრძალეს !