11 March 2025

ღრუბელი ცხრა

საღამოა... აქტიური დღის მერე ჩემს ჩემოდანს მივათრევ ... კიელცედან ვარშავაში მიმავალ უზარმაზარ, ორსართულიან ავტობუსს უნდა მივუსწროთ... 

ყველაზე მეტად ეს მომენტი არ მიყვარს.. ფორიაქი, გადარბენა ... 

როგორც იქნა მოვკალათდი ადგილზე და დაიძრა ავტობუსი... მეორე სართულზე ვარ, ფანჯარასთან... გვერდით არავინ მიზის და ღმეერთო რა კარგია... შემიძლია ორივე სკამი დავიკავო, წამოვწვე და დავტკბე მგზავრობით...

გავიკეთე ყურსასმენები... ფანჯარაში ვუყურებ როგორ გარბიან ფართე მინდვრები ... უკვე მზე ჩასულია და სიბნელეც ჯერ არ დამდგარა... 

და ამდროს ისმის.. if you want to quit that's fine ... While you're out looking for cloud 9

ჰარისონის მეცხრე ღრუბელი... 91 წლის ლაივიდან  Cloud 9 (Live in Japan)


ამ ისტორიას ეს ფოტო უხდება.  ერთ-ერთ სხვა მგზავრობას მახსენებს.. მგონი ლუბლინიდან ვბრუნდებოდით ენჯეიუვში.. და მინიბასიდან ეს მზის ჩასვლა გადაიღო ჩემმა რუმმეითმა, მოლდოველმა იულიამ :)) 

P.S ეს ფოტო მიყვარს კიდევ ძალიან. ვარშავაში ჩემი ჩასვლის პირველ დღეს გადავიღე, ჩემი ძველი ტელეფონით. წმინდა ჯვრის ეკლესია - ადგილი სადაც მოთავსებულია შოპენის გული. Heart of Frédéric Chopin



No comments:

Post a Comment