13 January 2026

დაბა - მარიამწმინდა (XI-XIII სს)

დაბა მდებარეობს გუჯარეთისწყლის პირას. 

მასზე გადის დიდი შარაგზა ბორჯომ-წაღვერი-გუჯარეთი. 

...

აქ იყო ორი სამლოცველო-ეკლესია: ერთი შუაგულ სოფელში (მარიამწმინდა) და მეორე განაპირას, კლდის ფერდზე (წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია). 

სოფლის თავზე, მაღალ ბორცვზე ყოფილა საყარაულო, რომელსაც ახლაც უწოდებენ "ბაირაღს" და სადაც დარჩენილია ძველი ნაკოშკარი. იგი უნდა ყოფილიყო მტრის შემოჭრის დროს სიგნალის მიმცემი უზნარიანის ციხის (წაღვერი), გოგიას ციხის (ბორჯომი) და პეტრეს ციხისა (ლიკანი). 

                                      

                                         











საშიშროების დროს მოსახლეობა იხიზნებოდა მარიამწმინდის ეკლესიის გალავანში, რომელიც ამჟამად ნაწილებადაა დაშლილი. 

ეკლესია არის XI-XIII სს. 

გალავანი ნაგებია კლდის დიდი ლოდებით და დუღაბით. იგი მიშენებულია მაღალ კლდეზე, რომელიც ეკლესიას იცავდა სამხრეთ- აღმოსავლეთის მხრიდან. 

გალავანს დასავლეთით აქვს საკმაოდ განიერი და ლამაზთაღიანი ჭიშკარი. გალავნის დასავლეთით, კლდეზე, აღმართულია მაღალი, სვეტის მსგავსი ბორცვი. გალავნიდან ამ ბორცვზე ადის ქვის კიბე. 

ეტყობა ეს ბორცვი გამოყენებული იყო დასაზვერავად. მით უმეტეს, რომ იგი გადასცქერის გუჯარეთის ხეობას და იქვე მიმავალ გზას. 

ეკლესია ნაწილობრივ დანგრეულია, დარჩენილია მისი კედლები, ნაგები კლდის დიდი ლოდებით და დუღაბით. ზოგან მოპირკეთებულია თლილი ქვით. ნაგებობა შედგება სამი ოთახისგან : პირველი შედარებით მოზრდილია, კარი აქვს სამხრეთით. ამ ოთახიდან შესასვლელია მეორე პატარა ოთახში, შემდეგ - მესამე ოთახში. 

პირველი ოთახი უნდა ყოფილიყო ეკლესიის დარბაზი, მეორე ასრულებდა საკურთხევლის დანიშნულებას, მესამე უნდა ყოფილიყო საეკლესიო ინვენტარისას და ქონების სათავსო. 

ეკლესია და მისი გალავანი ძველია (XI-XII სს.) 

გალავანი ასრულდებდა თავდაცვით საქმეს და საშიშროების დროს მოსახლეობა აქ აფარებდა თავს. 


სერგი მაკალათია

თორი

No comments:

Post a Comment