ხანდახან მართლა ძალიან მომენატრება ხოლმე პოლონეთი და ის სტუდენტური თვეები.. ისე მომენატრება ისე ისე მინდა მთელ ქვეყანას მადლობა და სიყვარული გავუგზავნო აქედან
ვარშავის ფერადი უბნები, ქუჩის მუსიკოსები, ოჯახის წევრებთან და აქაურ მეგობრებთან სკაიპით საუბრები .. იქაური ყურადღებიანი, ძალიან ყურადღებიანი ხალხი.. ცხოვრების მართლა სხვა თვალით აღქმა ... სწავლა და გართობა.. მულტინაციონალური გარემო...
![]() |
მახსოვს ერთი გოგო გავიცანი ბრაზილიიდან ვარო.. ბებიაჩემი სულ თქვენს სერიალებს უყურებს-მეთქი ეგრევე "ვახარე" (მაშინ თურქულები არ იყო) .. გაუკვირდა თქვენთანაც აჩვენებენო? მინდოდა მეთქვა რას ამბობ, ბებიაჩემს მაგითი უდგას სული-თქო, მარა მივხვდი ვერ გაიგებდა (მეც ვერ ვთარგმნიდი ნორმალურად ) და Sure ! She likes very much-ს დავჯერდი.
სტანდარტული პოლონური საღამოები.. პაბი და ლუდი, ადგილობრივ ახალგაცნობილ მეგობრებთან.. სხვათაშორის პოლონეთში შემიყვარდა ლუდი
მახსოვს რამხელა პატივისცემით და სიხარულით დაგვათვალიერებინა ძველი კათოლიკური ტაძარი ენჯეიუვში ერთ-ერთმა კათოლიკე ბერმა. შემდეგ ჩვენთვის ორღანზეც დაუკრა. საოცრება იყო.
უცებ-უცებ "გადარბენა" უკრაინაში და ლვოვის დათვალიერება.. შემთხვევით ბოლო წამს ნაშოვნი ბილეთებით...
ღმერთმანი, მართლა ძაან მაგარია როცა უნივერსიტეტს არ გაშორებული უცებ ჰოპ და ასე შორს და ასე მარტო აღმოჩნდები.. დიდი განვითარება და გამოცდილება იყო ჩემთვის ..
მეგობრები - ჩემი რუმმეითი მოლდოველი იულია და უკრაინელი სტასი და ჩვენი მეგობრობის ვარსკვლავი. რატომღაც ვიცი, რომ რაც არ უნდა დიდი დრო გავიდეს ის რამდენიმე თვე სამივე ჩვენგანის გულში ვარსკვლავივით იქნება ანთებული
ეს კიდევ ერთ-ერთი ძველი დორმითორია, რომელიც თავისი სილამაზით და მისტიურობით გამორჩეულად დაგვამახსოვრდა..
და ბოლოს.. ჩემი და იულიას სამუშაო ფაილები.. და ჩვენი სიყვარული პოლონეთის მიმართ.
სასაცილოდ გამოგვივიდა.. შეგვეშალა დროშა და ამასობაში ინდონეზიის დროშა დავხატეთ.... მაგრამ მაინც სიყვარული ჩავდეთ ამ ფოტოში
ყველაზე მეტად მაშინ ვიგრძენი რომ ჩემად მიმაჩნია ეს ქვეყანა, როცა წლების შემდეგ სიზმრებშიც გამომეცხადა .. კრაკოვი თავისი უზარმაზარი კათედრალებით










No comments:
Post a Comment